პოპულარულ ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი - ცოტნე ცოტაშვილი ცოტა ხნით გაქრა ეკრანებიდან, რამაც მისი როლის შემსრულებელზე გიორგი ბახუტაშვილზე სხვადასხვა ვერსიების გავრცელება გამოიწვია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე და პარტიული სიის მესამე ნომერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის შესახებ პარტიამ მიიღო და მიხეილ სააკაშვილიც უნდა შეეჩვიოს იმას, რომ პატივი სცეს პარტიის გადაწყვეტილებას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, შედის თუ არა პირადად ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიერ მოხსენიებულ "პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით ერთ-ორ პერსონაჟს" შორის, სამაგიეროდ, განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში პარტიის მონაწილეობა ახლაც სწორ პოზიციად მიაჩნია.
მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალი იმიჯით - ფოტო მომღერალმა საკუთარ გვერდზე, "ფეისბუქში" ატვირთა და ცხადია, მაშინვე უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ერთ-ორ პერსონაჟს" აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უნდა, მათთან არაფერი ჰქონდეს საერთო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანეკდოტური სიტუაციაა, როცა პარტია საკუთარ ამომრჩეველსა და აქტივისტებს ემიჯნება.
ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიქტორ ნაზაროვმა ოლქის ადმინისტრაციის სხდომაზე უცნაური კომენტარი გააკეთა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საინფორმაციო შეხვედრებს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში მართავს. სასულიერო პირები ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოსაც მოინახულებენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
"ბოლოს და ბოლოს, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ - უკრაინაში", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს კომენტარის საპასუხოდ წერს.
რუსი სამართალდამცველები ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის, იგივე "მერაბ სუხუმსკის" ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების პრევენციას ცდილობენ და ამ მიზნით იტალიშიც ჩავიდნენ, სადაც კრიმინალური სამყაროს ლიდერს რუსეთში შესვლის აკრძალვის შემცველი დადგენილება გადასცეს. ამის შესახებ ინტერფაქსი წერს.
გორის "დილის" ფეხბურთელი გიორგი თექთუმენიძე, რომელიც ოთხი თვის წინ ავტოავარიაში მოჰყვა და კომაში იმყოფებოდა, გრძნობაზე მოვიდა და გამომჯობინება მცირედ, მაგრამ მაინც დაეტყო.