ტვ "იბერიის" ეთერში ზუგდიდელმა დიმიტრი გვასალიამ განაცხადა, რომ პოლიციელებმა ქალაქში უდანაშაულოდ სცემეს, აგინეს და აფურთხებდნენ. მან მოძალადეების გვარებიც დაასახელა, თუმცა, სასამართლომ აქეთ დააჯარიმა 250 ლარით.
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსმა ოკუპანტებმა „სამხედრო საჭიროებისთვის“ ბულდოზერებით დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და მის ეზოში არსებული სასაფლაო გადათხარეს.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ოპოზიცია პარლამენტშიც შექმნა და პარლამენტს გარეთაც შექმნის. ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს "პარლამენტს გარეთ" ოპოზიციაში.
უფლებადამცველი თეა თუთბერიძე მოვლენათა შესაძლო განვითარების ისეთ ვერსიაზე წერს, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა, ის დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არც ყოფილიყო.
CNN-თან რუსეთის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულმა პირებმა საქართველოში ციხის ინსცენირებული კადრები გაავრცელეს.
თუ ნიკა მელიას წამოაძახებ, რომ პოლიტიკაში შენ გაუხსენი გზა, მაშინ შენც გაიხსენე, ვინ გაგიხსნა გზა პოლიტიკაში, - თეა თუთბერიძე გიგი უგულავას მიმართავს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ნიკა მელიას პოლიტიკაში გზა მან გაუხსნა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიგი უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ტელეფონით ჰქონდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ ვერ ხერხდება.
2017 წლის პირველ "პოსტსკრიპტუმში", "რუსთავი2"-ის ეთერში, სადაც 2016 წლის საუკეთესო რეპორტაჟები უჩვენეს, ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებზე გადაღებული ფილმის შესახებ სიუჟეტის ავტორმა თეა ადეიშვილმა სიუჟეტს ფილმ "ხიბულას" თრეილერი დაამატა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ თუ დაპირისპირებულ მხარეთა ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება, ისინი იფიქრებენ, იდაონ ენმ-ს სახელზე, თუ ცალკე პარტიაში გააგრძელონ მუშაობა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ როგორც ფრაქცია, ასევე, ნაციონალური მოძრაობა, უკვე გაყოფილია.