,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიზეზი რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები უარს ამბობენ უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე ის უკმაყოფილებაა, რაც ივანიშვილს მარგველაშვილისადმი აქვს.
,,პრეზიდენტის შეურაცხყოფა ჩვეულ პრაქტიკად იქცა. სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ პირად კინკლაობას ძალინ ბევრ, მნიშვნელოვან საკითხს წირავენ. უმნიშვნელოვანესია შეიკრიბოს უშიშროების საბჭოს სხდომა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები იქ მივიდნენ. რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილო არიან ბიძინა ივანიშვილისადმი პრეზიდენტ მარგველაშვილის მორჩილების ხარისხით, ამიტომ უგულებელყოფენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მის როლს და იმ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, რაც მათ უნდა განახორციელონ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.