-
2017-03-23 18:52
სომხეთში აღმოჩენილ საზენიტო კომპლექს იგლასთან დაკავშირებით, საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაეცეს მნიშვნელოვან საკითხებს, ისინი პოლიტიკური დევნით არიან დაკავებულები.
“ჩვენ ვითხოვთ კომპლექსურ გამოძიებას, როგორ მოხდა ამ საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღნიშნული დანადგარი. რა გზა გაიარა ამ დანადგარმა, არის თუ არა სიტყვაზე ამ დანადგარის, წარმოშობის ადგილი რომელიმე სამხედრო შენაერთი საქართველოსი.
რომელი საბაჟო პუნქტები გაიარა თუ ის არის შემოტანილი, უშიშროება, უსაფრთხოება, ძალოვანი უწყებები უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებით, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაეცეს ამ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ისინი პოლიტიკური დევნით არიან დაკავებულები“ - განაცხადა მელიქიშვილმა.