
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის მოწვევით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრებიდან 6 წევრი ესწრება. მათ შორის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი. სხდომას არ ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე რამდენიმე მინისტრი, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან.