
საქართველოს უსაფრთხოება დაუცველია, სანამ არ არის დაცული ქვეყნის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება-ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის გათვალისწინებისკენ მოუწოდა მმართველ გუნდს.
პრეზიდენტმა კრიმინოგენულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა პრევენციული ღონისძიებები:
,,კრიმინალთან ბრძოლაში აუცილებელია უწყებათაშორისი და საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები ,რისი კარგი მაგალითია ოჯახური ძალადოbის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ასეთი პროგრამების განხორციელებაში გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერასაც."- განაცხადა პრეზიდენტმა.