პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუცია და პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის გამოსვლას აფასებენ.

 

 

როგორც ეკა ბესელიამ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას აღნიშნა, პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუცია და პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს.

„როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას აღიქვამთ, როგორც არა მხოლოდ თეორიულ საფრთხედ, არამედ სერიოზულ პრობლემად, აქ უკვე დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ, ან ეს მოწმდება ხდება ისეთივე ფორმალური, როგორც წინასწარ დაანონსებული ვეტოს ფონზე, მოდი დავილაპარაკოთ, ხვალ როგორ დავადოთ ვეტო განსაკუთრებით ისეთ კანონებს, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების მატარებელ სისტემურ ხედვას და კანონდებლობას ეხება. იყო ნათქვამი, რომ სასამართლოში არის დუმილი და შიგნიდან არ გვესმის, ვერ ვგრძნობთ ხმას და დინამიკას ცვლილებების აუცილებლობაზე. თუნდაც რამდენიმე დღის წინ შეხვედრა,რომელიც იყო ღია და საჯარო ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ დიალოგისა და ამ თემებზე სასაუბროდ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური პრინციპების დაცვა და ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუციების დაცვა.

 

„ჩვენ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციებს და პატივისცემას იმსახურებს პარლამენტიც, რომლის საკანონმდებლო საქმიანობაში შეჭრის და მისთვის კონტროლის და მისთვის კონკრეტული მითითებების მიცემის უფლება არავის არ აქვს და შენიშვნები არ უნდა ცილდებოდეს ფარგლებს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის პატივისცემა, რომელიც არის საკანონდებლო ორგანო. პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუცია და პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?