
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის არ არის მომხრე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება.
განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში დღეს კამპანიის კონსტიტუცია ყველასია-ს ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა. პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უკვე 25 წლიანი ტრადიციაა და ცვლილებების ავტორები არ უხსნიან მოქალაქეებს თუ რა მიზეზით ართმევენ ამ უფლებას.
„პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც საქართველოში 25 წელია ჩამოყალიბდა და მე ამას ვაკეთებ, როგორც ამომრჩეველი ყოველთვის და ვგრძნობ თანამონაწილე ვარ სახელმწიფოს, ხელისუფლების ფორმირების და ამ ტრადიციას რომ მიცვლი ამიხსენი რატომ.
ამ უფლებას რომ მართმევ ამიხსენი რას ვიგებ. მე მხარს არ ვუჭერ ხალხისგან ამ უფლების წართმევას, ამ პოზიციას მხარს არ ვუჭერ იმიტომ, რომ არ მესმის. არავის ჩემთვის არ აუხსნია რატომ უნდა წამართვან მე როგორც ამომრჩეველს ეს უფლება.
ჩემი ბერკეტი შეიძლება ითქვას პოლიტიკურად ყველაზე ძლიერია. ფორმალურად არა, მაგრამ პოლიტიკურად ყველაზე ძლიერია, ეს არის თქვენი პოზიცია. ამაზე ძლიერი ბერკეტი ამ საკითხის გადასაწყვეტად არ არსებობს და მე და დიდი ნაწილი საზოგადოების ასე ვფიქრობთ. მე ვფიქრობ ამ ხმას გავაგონებ ჩვენს პატივცემულ საკონსტიტუციო კომისიას,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.