პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში საუბარია ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე - ეს განცხადება, მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში მეუფე პეტრე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში, რომელზეც პროკურატურა აპელირებს, საუბარია პოლიტიკოსის და არა სასულიერო პირის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე.
11 ადამიანი დაიღუპა და 50-დე დაშავდა დღეს მოსკოვში ამოვარდნილი გრიგალის შედეგად. გრიგალმა წააქცია სამშენებლო ამწეები და ხეები, ჩახერგა გზები, საცხოვრებელ კორპუსებს ქარმა სახურავები გადახადა. დამსხვრეულია მანქანები.
მეუფე პეტრე საქართველოს პრემიერ მინისტრის უპრინციპობაზე საუბრობს, და აცხადებს, რომ პრემიერს ამხელს. განცხადება ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსმა "რუსთავი2"-თან საუბრისას გააკეთა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მიხეილ ჩინჩალაძე დაამატკიცა.
"სოსო ოხანაშვილი დღეს გერმანიიდან მითვლის გაჩუმდესო"- აცხადებს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.
მეუფე პეტრეს სურვილი ჰქონდა, რომ პატრიარქი მოეკლა- ეს განცხადება, საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გააკეთა. ქარჩავა ამბობს, რომ მეუფე პეტრე ცაავა მუდმივად ცდილობს მის თანამზრახველებთან ერთად, პატრიარქს კონკრეტულ საკითხებში შეეწინააღმდეგოს.
,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ნიკა მელია და ლევან ბეჟაშვილი კახეთის რეგიონში,სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და გავლენიანი ფინანსური ჟურნალის, ფორბსის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თანამედროვე მსოფლიოში მომრავლდა მეუღლეებს შორის ფინანსური საიდუმლოებები.
სტატისტიკის თანახმად:
"კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ , ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწიეებს სიტყვით საქართველოს პრეზინდეტმა მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყნის საგარეო კურსზე და მისწრაფებებზე გაამახვილა. პრეზიდენტის თქმით, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მეტ დემოკრატიას, მედიისა და სასამართლოს თავისუფლებას ითხოვს.