საპატრიარქოს შენიშვნას გავითვალისწინებ-ქარჩავა თანამდებობაზე რჩება


საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ - ამ განცხადებით, ედიშერ ქარჩავამ, გუშინ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა. ქარჩავა საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

>>>

ავღან მუხტარლის გატაცება-ახალი დეტალები


ავღან მუხტარლი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს- ამის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ავრცელებს.

>>>

კიევში ატო-ს ჩეჩნური ბატალიონის მეთაურს ჟურნალისტად წარდგენილმა ქილერმა ესროლა

კიევში ატო-ს ზონის (ანტიტერორისტული ოპერაციის ზონა) ბატალიონ "კიევი-2"-ის მეთაურს ადამ ოსმაევსა და მის ცოლს - ამინა ოკუევას ესროლეს. ადამ ოსმაევი, რომელიც უკრაინაში ჩეჩნური ბატალიონის მეთაური იყო, დაჭრილია, დაჭრილია ასევე ქილერიც, რომელიც მებრძოლებთან ნდობაში შევიდა, როგორც ჟურნალისტი და ვითომდა ინტერვიუს ჩაწერისთვის მზადების დროს, მოულოდნელად გაუხსნა ცეცხლი.

>>>

,,მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია"-პრემიერი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.

>>>

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საქმის სიმძიმეს-ომბუდსმენი


მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ სიმძიმეს,რომელიც ამ მიმართებით არსებობს. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

>>>

შესაძლოა,აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საზღვარი მესაზღვრეებისგან შეუმჩნევლად გადაკვეთა-შს მინისტრი


ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს - ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის საქმეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

>>>

ჟურნალისტურ გამოძიებასაც ატარებდა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც იყო-ჯეჯელავა

აფგან მუხტარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა - ეს განცხადება, საქართველოს განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.

>>>

"აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა"-ევროკომისარი


"აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა" - ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

>>>

ავღან მუხტარლი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა- გომელაური


აზერბაიჯანული მხარის თქმით, ავღან მუხტარლი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა - ეს განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ბაქოდან მიიღეს, თუმცა ამ დროისთვის უფრო დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან.

>>>

ავღან მუხტარლის თქმით, ვინც დააკავა, არ გასცნობიან, მაგრამ "ქართველ სამართალდამცველებს ჰგავდნენ"


ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხტარლის ცოლი წერს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ გადაიყვანეს ავღან მუხტარლი საზღვარზე მაშინ, როცა მისი პასპორტი თავად აქვს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?