-
2017-07-11 23:12
ბაქოში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დასრულდა - ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონ „სამტრედიას" მასპინძელმა „ყარაბაღმა" პირველ ტაიმში 3 გოლი გაუტანა - თავი გამოიჩინეს აფრან ისმაილოვმა (10-ე წუთი, პენალტი) და დინო ნდლოუმ (37-ე და 45-ე წუთებზე).
მეორე ნახევარში ლეგიონერებით გაძლიერებულმა აზერბაიჯანელებმა 2 გოლი გაგვიტანეს - გოლების ავტორები დონალდ გერერე და მიჩელი იყვნენ. „ყარაბაღმა“ საქართველოს ჩემპიონი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა „ყარაბაღმა" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა და განმეორებითი შეხვედრა (რომელიც 18 ივლისს თბილისში, „დინამო-არენაზე" გაიმართება) ფორმალობად აქცია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26