
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წელს საქართველო დაპაუზდა, ხოლო რადგან ეს დაპაუზება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, დაიწყო გადახვევა უკან.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2012 წელს რუსეთმა აისრულა ის, რაც 2008 წელს ვერ შეძლო.
რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა 2012 წელს არჩევნებით, თუმცა ამ არჩევნებს წინ უძღოდა ბავშვის მკვლელობა და ციხის დადგმული კადრები- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა არ ჰქონდა და ეჭვები ამის შესახებ მას ყირიმში განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გაუქრა. სააკაშვილი ამბობს, რომ პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით უკრაინა ყირიმში საომარი მოქმედებების დაწყებისას არაფერი გააკეთა თუმცა უმოქმედობას მოჰყვა დონბასი და სისხლისღვრა.
სააკაშვილი ამბობს, რომ პუტინს კოსოვოს შემდეგ მიზნად საქართველოში შემოჭრა ჰქონდა:
სააკაშვილმა „არჩევანში“ განაცხადა, რომ 2008 წელს პირველი შემთხვევა იყო ფინეთის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთი შევიდა რომელიმე ქვეყანაში და ბოლომდე ვერ დაიპყრო ის.
„საქართველომ სასწაული რამ შეძლო: საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მან შეაჩერა რუსული აგრესია, რადგან დღეს ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდა ხელისუფლების დასამხობად, თბილისის დასაპყრობად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
,,საქართველომ მოახერხა სასწაული: რუსეთის არმია შემოვიდა საქართველოს დასაპყრობად და თბილისის ასაღებად და ის მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც იყო უპრეცენდენტო მხარდაჭერა ეს მოხდა საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზების პირობებში...
რა ხდება დღეს ? გამოდის პრეზიდენტი ტრამპი და მოუწოდებს რუსეთს შეაჩეროს დესტაბილიზაციური ქმედებები უკრაინაში, გამოდის ტილერსონი და ასევე მიმართავს რუსეთს არასად არ არის ნახსენები საქართველო...ჩვენ დღეს ჭირისუფლები აღარ გვყავს"-აცხადებს სააკაშვილი გადაცემა ,,არჩევანში".