-
2017-08-08 20:00
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება ხიმშიაშვილის ქუჩის 17 ნომრიდან დაახლოებით ერთი საათის წინ მიიღეს, „მისვლის დროს ადგილზე დაგვხვდა პოლიცია. გარდაცვლილები დაახლოებით 17-18 წლის ახალგაზრდა კაცები არიან. სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილები უნდა იყვნენ, “ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში.
სასწრაფოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან, თუმცა არიან საქართველოს მოქალაქეები.
წყარო:ბათუმელები
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30