
ოკუპირებულ დონბასში რუსი და უკრაინელი კინომსახიობი ანატოლი პაშინინი მოკლეს, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. ინფორმაცია, რომელიც ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
ანატოლი პაშინინი 1978 წელს, უკრაინაში დაიბადა. მან არაერთი როლი შეასრულა ცნობილ თუ ნაკლებადცნობილ ფილმებში, ისეთებში, როგორებიცაა "«Адмирал» და «Мы из будущего».
პაშინინი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში 2017 წლის ივლისიდან, მოხალისედ მსახურობდა.
განახლებულია: 16:20 -
უკრაინული გამოცემები არ ადასტურებენ კინომსახიობის დაღუპვის ფაქტს. "ობოზრევატელი" წერს, რომ მსახიობი ცოცხალი და უვნებელია, ხოლო ინფორმაცია "პროპაგანდისტულმა მედიამ" გაავრცელა:
"არასწორია ეს ყველაფერი, აი, ის ჩემს გვერდით დგას, ცოცხალი და საღსალამათი", - განუცხადა "ობოზრევატელს" მე-8 ცალკეული ბატალიონის მეთაურმა ანდრეი გერგერტმა. პაშინინი სწორედ ამ ბატალიონში მსახურობს.