ოკუპირებულ აფხაზეთში პიცუნდაში რუსეთის პრეზიდენტისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილი ლიტვაშია. მან მონაწილეობა მიიღო ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წინ ანტირუსულ აქციაში.
"ფრთხილად, 800 მეტრში რუსი ოკუპანტია!"-ამ ლოზუნგით აქცია ენგურის ხიდზე გაიმართა. ,,ქრონიკა+"-ის და ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა ცოცხალი ჯაჭვი ენგურის ხიდზე გაავლეს.
სოფელ ყარაფილას გადასახვევთან, საიდანაც 400 მეტრში საოკუპაცუო ხაზი გადის, ,,ძალა ერთობაშია"-ს ორგანიზებით ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავისუფალი დემოკრატების ახალი ინივიატივა - რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკებების წარმოება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. „თავისუფალი დემოკრატები“ ინიციატივას პარლამენტში საშემოგდომო სესიაზე დაარეგისტრირებენ და ამაში დახმატრებას პოდასავლაურ პატიებს სთხოვენ. „მტერ სახელმწიფოს უნდა ელაპარაკოს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება,“ - აცხადებს - "თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე.
"როდესაც, დღეს გვაქვს რუსეთის შემოჭრის და რუსეთის თავდასხმის წლისთავი, აგრძელებენ მონურად პუტინის ნების შესრულებას, პუტინისთვის ეს არის საკითხი, იმიტომ, რომ პუტინი პასუხობს იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დავიცავი. "- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პროკურატურამ ინტერპოლის არხებით მიმართა პოლონეთის მხარეს. ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას.
ვარშავაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა,სადაც მან უკრაინის მოქალაქის პასპორტი აჩვენა, რომლითაც ის მისი თქმით, პოლონეთში შევიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა არის დაგმობილი.