
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტი საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებს და არც არანაირ შედეგს მოუტანს. მისივე თქმით, ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის გადაწყვეტილება,რასაც ვერავინ აუკრძალავს.
„მე არ ვიტყოდი, რომ მსგავსი ვიზიტები საქართველოს ინტერესებს აზიანებს. ალბათ არც არაფერს მოუტანს და არც დააზიანებს, რადგან ხელისუფლებას აქვს მკვეთრად გამოხატული კურის. ეს არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობთ. გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად“, - განაცხადა კახიანმა.