აფგან მუხთარლის მეუღლის წინააღმდეგ,შესაძლოა,იგივე დანაშაული იგეგმებოდეს

Image

ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ და აზერბაიჯანელმა აქტივისტმა დაშგინ აღალარლიმ იმ პირების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი მტკიცებითთ, უთვალთვალებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით ამ ადამიანებს კავშირი აქვთ 29 მაისს, თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცებასთან.

 

 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლის მეუღლის და აზერბაიჯანელი აქტივისტის მიმართ შესაძლოა ახალი დანაშული მზადდებოდეს.

 

”თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციის ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და პროკურატურას, წარუდგინა იმ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლისა და მის მეგობარს, დაშგინ აღალარლის, 2017 წლის 29 მაისამდე, (აფგანის გატაცებამდე), უთვალთვალებდნენ.

2017 წლის 29 ივნისს ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის მიმართ სავარაუდო თვალთვალის, მიყურადების ფაქტის შესახებ დამატებით ვაცნობეთ პოლიციას.

 

2017 წლის 4 აგვისტოს საღამოს, თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის უთვალთვალებდა და დაყვებოდა 4 ადამიანი. ამ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი საქართველოს მთავარ პროკურატურას წარედგინა 2017 წლის 7 აგვისტოს.დღემდე, არც ერთი მოთვალთვალის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებული ღონისძებების შესახებ ცნობილი არ გამხდარა. 2017 წლის 24 აგვისტოს პროკურატურის გამომძიებელმა მხოლოდ ლეილა მუსტაფაევა გამოკითხა. პროკურატურაში წარდგენილია მოთვალთვალეთა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები.

 

აფგან მუხთარლის გატაცებამდე, სწორედ ანალოგიური თვალთვალის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ამჟამად გააქტიურებული თვალთვალი დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშუალი შესაძლოა მზადდებოდეს ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართ. ლეილა მუსტაფაევა ჟურნალისტია და იძიებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში, ხოლო დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტია. ქართველ სამართალდამცავთა უმოქმედობა ნიადაგს ამზადებს მომავალში აფგან მუხთარლის გატაცების მსგავსი ქმედებებისთვის. ამ ფონზე დაზარალებულები თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ. აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო და საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული (application no.39503/17 Mukhtarli and Mustafayeva v. Azerbaijan and Georgia).

 

ამჟამად გააქტიურებული თვალთვალი დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშუალი შესაძლოა მზადდებოდეს ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართ”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?