მომღერალი ნინო ჩხეიძე „თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე არ მიიწვიეს. მისთვის ადგილი ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში დაგეგმილ კონცერტებზე ვერ გამოინახა, რის გამოც თავად მომღერალსა და მის მუდმივ მსმენელებსაც შეკითხვები გაუჩნდათ.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის შვიდი დეპუტატი მივა. პრეზიდენტს შეხვდებიან უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები - მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე.
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის დედაქალაქში, ტურიზმის საერთაშორიო კონფერენციაზე მიწვეული ენმ-ის წევრი გირშელ ბართაია, რომელიც არაერთხელ ყოფილა უკრაინაში და პრობლემა არ შექმნია, ამჯერად უკრაინაში არ შეუშვეს და თბილისში იძულებით გამოამგზავრებენ.
შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გოგი თათხუაშვილი ქართველ სამხედროზე და უკრაინაში მებრძოლ მოხალისესთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინფორმციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ზაალ ლატარიას, სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მერიასთან მიმდინარე აქციიდან სუს-ის წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თბილისის მერიასთან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებით დააკავეს და სად წაიყვანეს აქციის მონაწილეები. სამართალდამცავები უსაფრთხოების ცოცხალ ჯაჭვს მერიის შენობის გარშემო აფართოებენ და აქციის მონაწილეების გზის მეორე მხარეს გადაყვანას ცდილობენ.
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა და განაცხადა, რომ მიზეზი 29 სექტემბერს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ელისაშვილის განცხადებით, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე უკვე დაწერა.
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდის“ მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში მეორედ გაემგზავრნენ. დეპუტატები დუმის წევრებს შეხვდებიან. პარტიის წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ. ისინი მოსკოვში 5 დღე დარჩებიან.