მარიამი, რომელსაც მამამ დაბადების დღე ვერ მიულოცა - მოკლული სპეცრაზმელის ხსოვნას

Image

22 ნოემბერს თბილისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ტერორიზმთან კავშირში მყოფმა პირებმა სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი მოკლეს. ვანო 41 წლის იყო, 9 დეკემბერს 42-ისა გახდებოდა.

 

მას და თამუნა ხელაიას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ, რომელთაგან უფროსს - მარიამს, 30 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა. ჩანახატი მარიამს და მამამისს ეძღვნება. 

დღეს მარიამ გოლოშვილის დაბადების დღეა. მას მამამ ვერ მიულოცა. ვერც შარშან მიულოცა მამამ - სამსახურში იყო. წელს კი...

მარიამის დედა "სარკესთან" საუბარში იხსენებს, რომ როცა ვანოს უთხრა, წელს მაინც მოდი ბავშვის დაბადების დღეზეო, უპასუხა - წელს მოგიწევს დაბადების დღეზე უთხრა, რომ მამა არ ჰყავსო... ესეც, წინათგრძნობა...

ვანო ყველაზე წინ მიდიოდა. არის კიდეც კადრი, იარაღი აქვს წინ გაშვერილი, უმიზნებს და მიდის. ამ დროს სხვა ფანჯრიდან ესროლეს. თვითმხილველების ტირილი და შეცხადებაც გაგახსენდებათ - "ეს რა უქნეს, ვაიმე, დედა..."

დედაც შფოთავდა, ალბათ. დედები ხომ სულ აუხსნელად გრძნობენ უბედურებას - რძლისთვის დაურეკავს, საშინელება ხდება, ვანო არ მპასუხობს და ხომ მშვიდობითააო. თამუნას უპასუხია - სულ პანიკაში ნუ ხარო...

პატარა ბიჭი მამის ტანსაცმელს იხუტებს და ვანო, ვანოო იძახის, გოგონამ კი...

მარიამმა იცის, რომ მისი მამიკო ძალიან მოუცლელია და სხვა ქვეყანაში გაფრინდა თვითმფრინავით, საიდანაც ბევრ სათამაშოს გამოუგზავნის...
ცოტათი კი წყდება გული, რომ მამიკო მისი დაბადების დღეზე ვერ მოვიდა დღეს, მაგრამ რას იზამ - მას მოუცლელი მამიკო ჰყავს და მისი სამსახური - საქართველოა...

"პატარა გოგოს მამიკო უყვარს, პატარა გოგო მამიკოს ელის..."

ნათელი ვანოს ხსოვნას...

GOLOSHVILI.jpg

რედაქტორის რჩევით

მომღერალ ნინო ჩხეიძის სასცენო კაბები(ფოტოები)

2020-01-21 18:34
მომღერალი ნინო ჩხეიძე 15 წელზე მეტია რაც სცენაზე დგას და მსმენელს მრავალფეროვან რეპერტუარს ...

რუსთავში გაზის სავარაუდო ინტოქსიკაციით მამა- შვილი გარდაიცვალა

2020-01-21 17:05
რუსთავში გაზის სავარაუდო ინტოქსიკაციით მამა- შვილი გარდაიცვალა.

დედაქალაქს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა

2020-01-21 12:45
დედაქალაქს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს

2020-01-21 11:59
“და ჩვენ ვიცეკვეთ” წლის საუკეთესო ფილმად  შვედეთში დაასახელეს.
რჩეული ვიდეოები

იუსტიციის სამინისტრო საპატიმროში გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროვებს (ვიდეო)

2020-01-21 15:45
საქართველოს პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის წლის ანგარიში მოისმინეს, ...

ნუ გამომიგზავნით ისეთ თანამშრომლებს , რომლებიც პატიმრის შოკოლადს მიირთმევენ და დახეული შარვალი აცვია" - თეა წულუკიანი სახალხო დამცველს (ვიდეო)

2020-01-21 13:04
ნუ გამომიგზავნით ისეთ თანამშრომლებს , რომლებიც  პატიმრის შოკოლადს  მიირთმევენ და დახეული შარვალი აცვია" -  თეა...

როგორ უყურებდა ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონის სიტყვით გამოსვლას(ვიდეო)

2020-01-21 12:10
 ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ერთმანეთს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შეხვდნენ.

სად გაქრა ვლადიმერ პუტინი საერთო ფოტოსესიამდე

2020-01-20 13:50
ჟურნალისტი დიმიტრი სმირნოვი Twitter-ის გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, როგორ ეძებენ ...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.1892
0.0110
100
RUB
 - 
4.6737
0.0151
1
USD
 - 
2.8770
0.0011

გუშინ:

ჰიტები:1666 უნიკალური:1263

მიმდინარე:

ჰიტები:1300 უნიკალური:945