ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი საქარტველოში კონცერტს გაზაფხულზე გამართავს.
ის თბილისში 2018 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ჩამოვა. კონცერტი მიხეილ მესხის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება.
კონცერტის ორგანიზატორი Black Pearl Live-ია, ბილეთის ფასი 120-იდან 325 ლარამდე იქნება.