არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჰქონდა სხდომის დახურვასთან მიმართებაში ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლება.
ოპოზიცია თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეიდან სასამართლოში შესატან სარჩელზე იწყებს მუშაობას.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები, საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტისა და წესების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ, რის გამოც სხდომა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.
გურიაში, 28 წლის ირაკლი ტარიელაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს . შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრუიანთაში მოხდა.
"რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის ავტმობილი დაუდგენელმა პირებმა განზრახ დააზიანეს. შემთხვევა ჟურნალისტის საცოხვრებელ სახლთან მოხდა.
„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონრისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, კერძოდ, ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ. გარდა ამისა, როგორც ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყენება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერი იქნება შანსი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის პარლამენტში მოსახვედრად, რაც საბოლოო ჯამში ფართო კონსენუსის საფუძველი გახდება.
ონისე გერგედავა, რომელმაც 7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და დახია, 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე მეტრო "რუსთაველის" წინ შეხვედრა-აქციას აანონსებს.
ონისე გერგედევამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა.
„ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალში უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი 20 სექტემბერს გამოაცხადა.