სპეცრაზმის შტურმი სააკაშვილის დასაკავებლად ისევ მოიგერიეს - რადასთან ბარიკადებს აგებენ

Image

გამთენიისას კიევში, რადის შენობის წინ, კარვების ქალაქზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მორიგი იერიში მიიტანა სპეცრაზმმა და ისევ უშედეგოდ.

 

გამოიყენეს რეზინის ტყვიები, დაშავდნენ დემონსტრანტები, თუმცა, მათ კარვების ქალაქის სიღრმეში შეღწევის საშუალება სპეცრაზმს არ მისცეს.

 

ამ წუთებში რადის წინ დამატებითი ბარიკადების აღმართვა დაიწყო. უკრაინის გენპროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემული ვადა, რათა ნებაყოფლობით გამოცხადდეს დაკითხვაზე, თბილისის დროით 11 საათზე იწურება.

 

„ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ხალხი მობილიზებულია, ახლა შეამოწმეს ხალხის მობილიზაცია, კიდევ მთელი კიევი მოვარდება რამდენიმე ათასი კაცი. ისინი ამოწმებენ ხალხს, ხალხი ამოწმებს თავის თავს. მაგრები არიან, მობილიზაციას აკეთებენ სწრაფად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დემონსტრანტებთან ერთად იმყოფებოდა.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ, სახელმწიფო უშიშროების სპეცრაზმმა საკუთარ სახლში, კიევის ცენტრში დააკავა, თუმცა, იზოლატორში მისი გადაყვანა ვერ შეძლო: სააკაშვილის მხარდამჭერებმა მანქანას ალყა შემოარტყეს და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს. 

 

პარალელურად, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის ოლიგარქის დაფინანსებით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში და მას დაკითხვაზე გამოცხადებისკენ მოუწოდა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !