ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
კრემლის მცდელობა განაცალკევოს და დააშინოს დასავლური ქვეყნების ალიანსი, ჩავარდა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა.
კემეროვოში გუბერნატორისა და მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გრძელდება.
დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა 21-მა ქვეყანამ გამოუცხადა. რუს დიპლომატებს ევროკავშირის 16 წევრი და 5 არაწევრი სახელმწიფო აძევებს. შეერთებულ შტატებს ერთკვირიან ვადაში ყველაზე მეტი რუსი დიპლომატი დატოვებს.
რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი კემეროვოში ჩავიდა და იქ დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა.
პრემიერის განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარე მზად არის ცალმხრივად გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა ჟენევაში - ეს განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
რუსთავში 15 წლის გოგონა დედასა და დედის მეგობარ მამაკაცს ძალადობაში ადანაშაულებს.
შპს „აგარის შაქრის კომპანიის“ წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გავრცელებული მუქარისა და უწყვეტი საპროტესტო აქციების გამო, კომპანია პროცესების პირად კონტროლზე აყვანას სახალხო დამცველის აპარატს სთხოვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.