ეს არის დასტური, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება სწორი იყო - ქართველი კანონმდებლები რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას აფასებენ

Image

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება საქართველოს ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებზე და ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიაზე საუბრობს, ქართველი კანონმდებლები ეხმაურებიან.

 

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია თანხმდება, რომ მოსკოვის გამოხმაურება ნიშნავს ერთ რამეს - თბილისის გადაწყვეტილება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან დაკავშირებით სწორი იყო.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული პოლიტიკა გაგრძელდება.

 

„გასაგებია, რომ რუსეთს არ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, განსაკუთრებით, როდესაც პოლიტიკურ განცხადებას შეეხება, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ახალი ამაში არაფერი არ არის, რუსეთი ყოველთვის დგამს არაკონსტრუქციულ ნაბიჯებს,“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში რუსეთის მოქალაქეების დამატების აუცილებლობაზე საუბრობს „ევროპული საქართველო“.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი სწორი ნაბიჯი იყო პრინციპულად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება და რომ გასაგრძელებელია ამაზე მუშაობა. გვყავს შესაყვანი არა მარტო მარიონეტული სტრუქტურების წარმომადგენლები, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალების უშუალო წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ხელს აფარებდნენ ამას,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

 

სიაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, სწორ ნაბიჯებზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გააქტიურდეს.

 

„რუსეთი არის ჩვენი დეკლარირებული მტერი. ყველა სწორ ნაბიჯს ის შეაფასებს უარყოფითად და ეს მოსალოდნელია. აუცილებელია, რომ ოკუპანტისგან თავი დავიცვათ პრინციპული პოზიციით. ეს სიაც სწორი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არის გაკეთებული და დანარჩენი ყველა საერთაშორისო რადარებზე, საიდანაც ახლა ჩამოვარდნილები ვართ, საქართველოს დაბრუნება,"-ამბობს ნიკა რურუა.

წყარო:რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !