ლეღვის ნახარშით დამწვარი 23 წლის მამაკაცი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მას სხეულის ძლიერი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ლეღვის ნახარშის საშუალებით გარუჯვა მეგობარმა გოგოებმა ურჩიეს.
სეზონის დაწყებიდან დღემდე დამწვრობის ცენტრში სულ 3 პაციენტი შეიყვანეს, რომლებმაც მზის აბაზანების მიღება სწორედ ლეღვის ნახარშით სცადეს, თუმცა სხეული დაიწვეს.