
მზისგან მიღებული დამწვრობით ექვსი ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული. მათ შორის ერთი 9 წლის ბავშვია.
ანალოგიური ჩივილებით ბოლო დღეების განმავლობაში ხეჩინაშვილის საავადმყოფოს 60-მდე ადამიანმა მიმართა.
ექიმების, წელს წინა წლებთან შედარებით მიმართვიანობის მომატებაზე საუბრობენ. მედიკოსები მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ და შუადღეს რუჯის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ