"ქალებს ქალობისთვის სჯიან"- ამ ლონზუნგით ქალთა მოძრაობამ ფილარმონიასთან ფემიციდის საწინააღმდეგო აქცია-პერფომანსი გამართა და ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტა.
ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო მანდატების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ. აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული არაფორმალური შეხვედრისას გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.
ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში გუშინ 5 სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, სადაც ათობით პირი კორონავირუსის გამო კარანტინს გადიოდა.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ დღეში 1 247-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. იტალიაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 5 883 დადასტურებული შემთხვევაა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვას ავრცელებს.
სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ზუსტ ცნობებს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის შესახებ თინი დოლიძე ავრცელებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა.
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძესა და ნიკოლოზ გამყრელიძეს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
იტალიელი პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ნიკოლა ზინგარეტი კორონავირუსით დაავადდა.
ამის შესახებ მან ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით მოქალაქეების მიღებს ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციამ გაავრცელა.