10 მარტამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 22 გრადუსამდე მოიმატებს

6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს

ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20,

+25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი

+17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.

>>>

ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ცოლ-ქმარი გადაიყვანეს

დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ცოლ- ქმარი გადაიყვანეს, გავრცელებული

ინფორმაციით მათ  ლაბორატორიულ ანალიზებს აუღებენ,  შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

>>>

ქართველი სელებრითები უკვე ისრაელში არიან (ფოტო)

ფოტოს  მსხაიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი გვიზიარებს. ხვალ, 7 მარტს კი დაუვიწყარ საღამოს აჩუქებენ, ისრაელის მოსახლეობას.

>>>

არ იქონიოთ მჭიდრო კონტაქტი ცხოველებთან, არ მიირთვათ უმი ხორცი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი რეკომენდაციები

დასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს დაავადებათა

კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

>>>

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში გადმოიყვანეს

ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში

გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული

მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ქირურგიული ოპერაცია ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში

ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

>>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მთავრობებს მიმართავს - ახლა დანებების დრო არ არის, არც ბოდიშების დროა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს,

რომ კორონავირუსი გლობალურად სწრაფად ვრცელდება და ეს „სასწავლო წვრთნა“ არ არის. ტედროს

გაბრეიესუსის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება.

>>>

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ირაკლი

ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე,

სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

>>>

რა პირუტყვი უნდა იყო, იტალიიდან ჩამოხვიდე, გქონდეს სიცხე 40 და არ მიდიოდე ექიმთან - სტეფანე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იმ ადამიანებს აკრიტიკებს,

რომლებიც ვირუსული სიმპტომების აღმოჩენის მიუხედავად ექიმებთან არ მიდიან.

>>>

მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, დანარჩენების კი, დამაკმაყოფილებელი

საქართველოს ხუთ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა,

დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

>>>

ავარია მახათას მთაზე: დაღუპულია ერთი ადამიანი

შემთხვევა დღეს დილით, მახათას მთაზე მოხდა. ავარიას თვითმხილველებიც ყავს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადამეტებას ასახელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილი ქალია.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?