
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს.
"მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან
კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები", — წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდა.