თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მოსახლეობამ სოციალური დისტანცირება უნდა მოახერხოს, რათა, სხვა ქვეყნების მსგავსად, მდგომარეობა არ გართულდეს.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ "მთავარი არხი" დატოვა. ინფორმაციას მისი ყოფილი კოლეგების სოციალურ ქსელში გამოხმაურება ადასტურებს, სადაც ისინი ნოდარ მელაძეს მადლობას უხდიან თანამშრომლობისთვის.
საპატრიარქოსა და ხელისუფლების ერთობლივ გადაწყვეტილებას „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე.
საქართველოს მთავრობას!
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ხორბლის წარმოებამ 102.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება მონასტრებში მრევლის გარეშე გაიმართება. სამრევლო ტაძრებში კი, სააღდგომო წირვა დილის 07:00 საათზე დაიწყება.
საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს.
„საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება თუ ეს სხვის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის, რა მიზეზითაც არ უნდა გავამართლოთ, დაუშვებელია. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს,” - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასაფლაობის ჩაკეტვის საკითხს გამოეხმაურა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.