„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ „კომენდატის საათის“ დროს შსს-ს თანამშრომლები ღრეობას აწყობენ, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას შეურთდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
პოლიციამ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. როგორც „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40 000 აჭარბებს. ინფორმაციას CNN ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 40 585 ადამიანი.
ესპანეთში, კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 410 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული მაჩვენებელი შაბათის მონაცემზე თითქმის 150-ით ნაკლებია. საერთო ჯამში, ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 20 639 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1 528 ადამიანი დაინფიცირდა.
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 291-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში დღე-ღამის მანძილზე დაინფიცირების 3 047 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.