-
2014-03-10 14:32
ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპს იწყებს. უკრაინაში მომხდარი არეულობების შედეგად, ევროკავშირმა რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს პასუხისმგებლობა დააკისრა, შედეგად, მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება აეკრძალებათ, ასევე საბანკო ანგარიშებიც გაეყინებათ.
თუ მიმდინარე კვირის ორშაბათს ან სამშაბათს რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის დეესკალაციას, ევროკავშირი სანქციების ახალ ეტაპზე გადავა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციასთან არსებული ყოველგვარი მოლაპარაკება შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს სანქციების მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპია.