საფრანგეთი კოვიდ 19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვების მოხსნას 11 მაისიდან დაიწყებს

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცალო გაყიდვების მაღაზიები 11 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ბიზნესი ერთობლივად ვერ შეძლებს საქმიანობის განახლებას, მათ შორის ჯერჯერობით დახურული რჩება ბარები და რესტორნები.

>>>

„ზოომარტმა“ მუშაობა შეწყვიტა

„ზოომარტმა“ ფილიალები დახუა. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ 

>>>

სომხეთში ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობამ 1523-ს მიაღწია

გასული 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობამ 1523-ს მიაღწია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, ამჯერად მკურნალობას 840 პაციენტი გადის.

ვირუსს ქვეყანაში საერთო ჯამში 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მამუკა ღლონტი - ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო, ინკასო დაგვადო

ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო, დაგვადო ინკასო. ეს ნიშნავს, რომ უსახსრობის გამო, მედია გაჩერდება, - ამის შესახებ რადიო „მაესტროს“ დამფუნებელი, მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, შემოსავლის უქონლობის გამო, რადიოს თანამშრომლებს ხელფასები გაუნახევრდათ, ხოლო მენეჯმენტი რამდენიმე თვეა, ანაზღაურებას არ იღებს.

>>>

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარის დონაცია განახორციელა

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჰუა ჩუნიანგი ავრცელებს.

>>>

კატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე რიკარაძის განცხადებით, ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა დაინფიცირეული, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც.

>>>

გიორგი ვაშაძე - ხანგრძლივი საუბარი მქონდა ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან

ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისში სამი საკითხი იწვევს შეშფოთებას, პირველი არის, რატომ არ დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამ დრომდე შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა; რატომ იცრუა 500 მილიონთან დაკავშირებით და რატომ არ იწყება მასობრივი ტესტირება, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

ეკონომიკის უწყება დაგეგმავს იმ ღონისძიებებს, თუ როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა - ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკრეტული გეგმა ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან

დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადო ეკონომიკური ტენდენციები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პარასკევს წარადგენს.

>>>

მთავრობამ დაადგინა შემთხვევები, როცა შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება

საქართველოს მთავრობა ადგენს იმ შემთხვევებს, როცა შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება. მათ შორის ეს ეხება ექიმთან ვიზიტის საჭიროებას, კლინიკიდან პაციენტის გამოწერას და ასევე, საავადმყოფოებში მყოფი პირებისთვის სხვადასხვა ნივთების მიწოდების საჭიროებას.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?