BBC-ის რადიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა

Image

BBC-ის რადიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა.

გადაცემის წამყვანმა ლორენს პოლადმა აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ამ ბრძოლაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნად მიიჩნევს და მის გამოცდილებას სწავლობს. BBC-ის რადიოს გადაცემა “NEWSDAY”-ს შეკითხვებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცკიტიშვილმა უპასუხა. მან პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად, ადრეულ ქმედებებთან ერთად, მოსახლეობის პასუხისმგებლობა დაასახელა.

„ჩვენი წარმატების მიზეზი ადრეული და გადამწყვეტი ქმედებებია. ჩვენ ზედმიწევნით ვითვალისწინებდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ძალიან ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მოქმედება - 22 იანვრიდან ქვეყანაში ყველა ჩამომსვლელის თერმოსკრინინგი ხორციელდებოდა და საკმაოდ მკაცრი წესები განვსაზღვრეთ სკრინინგისთვის და ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ჩამოფრენილი მგზავრების შემოწმებისთვის“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ არსებული მდგომარეობის მიღწევა ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერით შეძლო.

„თავიდანვე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა. გვესმოდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. არცერთ მთავრობას ძალუძს ამ გამოწვევის მარტო დაძლევა და ქვეყნის მოქალაქეებთან თავიდანვე მკაფიო კომუნიკაციას ვაწარმოებდით. მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლასთან ერთად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს.

„მარტის ბოლოდან ამოქმედდა შეზღუდვები და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოვუწოდეთ. უკვე ერთი თვე ხდება, თუმცა ეს დაბალანსებული მდგომარეობაა. ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთის მხრივ კორონავირუსს ვებრძვით და მეორეს მხრივ ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ვცდილობთ“, - განახცადა ვიცე-პრემიერმა.

BBC-ისთან ინტერვიუში ლუგარის ცენტრზე საუბრისას მაია ცქიტიშვილმა.ღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 7000 ადამიანი ჰყავს შემოწმებული.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, დახმარებით თბილისში ლუგარის ლაბორატორია ფუნქციონირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩვენი პარტნიორების დახმარება აქვთ მიღებული. ლაბორატორიული ტესტირება ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 7000 ადამიანამდე გყვავს შემოწმებული დღეის მდგომარეობით. ტესტირება ხდებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლების საფუძველზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით BBC-ის შეკითხვის საპასუხოდ ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ვაქცინის ან მედიკამენტის არსებობამდე, შესაბამისი ნაბიჯები, სიფრთხილით უნდა გადაიდგას. მაია ცქიტიშვილი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე უკვე მუშაობს.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შერბილებისას, რადგან ძალიან დიდი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა, სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს. უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა. ის გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !