
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითიდან ორ პირს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, ამ პაციენტებს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ და ისინი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტიდან 3 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოს დღეს დატოვებენ. მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გამოჯანმრთელებაზე ტესტი ეტაპობრივად ჩაუტარდებათ.