
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა, რომელიც პირველ ხუთეულში შედის და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს, დამაკმაყოფილებელია. ეზუგბაია აცხადებს, რომ ხვალ ან ზეგ მასთან ტესტზე უარყოფით პასუხს ელოდებიან.
“მისი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. მასთან ჩატარებული ტესტირებით უკვე მიღებულია ისეთი დაბალი კონცენტრაციით ვირუსი, რომ დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ მასთან ტესტზე უკვე უარყოფითი პასუხი გვექნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ეს პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდანაა მოთავსებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ეს პაციენტი პირველ ხუთეულში შედის, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს.