
კარანტინში მყოფ ადამიანებს D ვიტამინის მიღებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Independent-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ექპერტების აზრით, იქედან გამომდინარე რომ, ადამიანები დახურულ შენობაში დიდხანს ატარებენ დროს და მზეზე არ გადიან, ისინი ამ ნივთიერებას საკმარისი რაოდენობით ვერ იღებენ. ამიტომაც მათი რჩევაა მოსახლეობამ დღეში 10 მიკროგრამი D ვიტანი მიიღოს, რათა ჯანმრთელობა გაიძლიეროს.
რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, სიმსივნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, დეპრესია, იმუნური სისტემის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები - ეს ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომლებსაც ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი იწვევს. ტრადიციულად, მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინს დიდი გავლენა აქვს ძვალ-სახსროვან სისტემაზე და მისი დეფიციტი რევმატიული დაავადებების გამწვავებას იწვევს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ხანდაზმულებში. თანამედროვე კვლევებით კი ეს სურათი იცვლება და რისკ დაავადებების რაოდენობა ბევრად იფრო იზრდება.
D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები. როგორც ნუტრიენტი, ის ცხიმის მაღალი შემცველობის თევზეულში, კვერცხში, რძის პროდუქტებში და ზოგ სოკოშიც გვხვდება.