გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისგან პროდუქტის შეძენის ექსკლუზიური უფლება არც ერთ კომპანიას არ აქვს. დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კომპანია „ჯიბესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, როგორ ახდენს აღნიშნული კომპანია მოსახლეობისგან პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.
მარნეულში საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები სასოფლო - სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციას ითხოვენ. აქციაზე იმყოფება ქვემო ქართლში სახელმწიფო რმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელიც მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის და ინფორმაცია თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ სიმართლეს არ შეესაბამება.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცალო გაყიდვების მაღაზიები 11 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ბიზნესი ერთობლივად ვერ შეძლებს საქმიანობის განახლებას, მათ შორის ჯერჯერობით დახურული რჩება ბარები და რესტორნები.
„ზოომარტმა“ ფილიალები დახუა. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ
გასული 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობამ 1523-ს მიაღწია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, ამჯერად მკურნალობას 840 პაციენტი გადის.
ვირუსს ქვეყანაში საერთო ჯამში 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო, დაგვადო ინკასო. ეს ნიშნავს, რომ უსახსრობის გამო, მედია გაჩერდება, - ამის შესახებ რადიო „მაესტროს“ დამფუნებელი, მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, შემოსავლის უქონლობის გამო, რადიოს თანამშრომლებს ხელფასები გაუნახევრდათ, ხოლო მენეჯმენტი რამდენიმე თვეა, ანაზღაურებას არ იღებს.
ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჰუა ჩუნიანგი ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე რიკარაძის განცხადებით, ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა დაინფიცირეული, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც.