23 აპრილის მონაცემებით, უცხოეთში მყოფ 12 636 მოქალაქეს ადგილზე დახმარება გაეწია, სამშობლოში დაბრუნდა 7 600 პირი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 12 636 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7 600 მოქალაქე. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

>>>

შსს - გასული დღე-ღამის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა

გასული დღე-ღამის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა.

>>>

ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე.

>>>

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

>>>

მარინა ეზუგბაია - საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ ჰყავთ და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 8 შემთხვევის წყარო ცნობილია, ერთის კვლევა კი ახლა მიმდინარეობს.

>>>

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობის ვადა გაახანგრძლივა

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

>>>

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, რძის პროდუქტების და ხორცის სექცია გაიხსნა

დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ ფუნქციონირებას შეძლებს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.

>>>

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 47 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 792 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 47 045-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

>>>

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - დაგვემატა კორონავირუსით ინფიცირებული 5 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კორონავირუსის ინფექციის მქონე ერთი, 5 წლის პაციენტი დაემატა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 წლის ბავშვი მარნეულის კლასტერიდანაა და მისი ოჯახის წევრებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებული.

>>>

კახა კალაძე - კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა არის არა გადაწყვეტილება, არამედ ინიციატივა - სპეციალისტები ამბობენ, როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომელიც კვირის ან თვის გარკვეულ დღეებში კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?