რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა დონეცკის სამხარეო პროკურატურის შენობა დაიკავეს. ისინი გუბერნატორ პაველ გუბარევის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
რუსეთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დაურეკა და ყირიმის რეფერენდუმის კანონიერებაში დარწმუნება სცადა.
სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სევასტოპოლში სამხედრო-სამედიცინო ცენტრის ბლოკადა განხორციელდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 60 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
უკრაინის პრემირმინისტრის, არსენი იაცენუკის განცხადებით, ყველა ვინც სეპარატიზმსა და განხეთქილებას მხარს უჭერს, პასუხისგებაში იქნება მიცემული:
„საფრანგეთმა გადახედა რუსეთთან თანამშრომლობის პირობებს და გადაწყვიტა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ფედერაცია შესაბამის ზომებს არ მიიღებს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გაატაროს“, - ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა Reuters-ს განუცხადა.
პრორუსული აქციის მონაწილეები და ყირიმის თავდაცვითი ძალების წარმომადგენლები ყოველდღიურად განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავენ.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი სოჭის ნაცვლად შესაძლოა ლონდონში გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟძი“ ავრცელებს.
რამდენიმე წუთის წინ რუსეტთის ყოფილ საელჩოსთან დაწყებული დაპირისპირება განიმუხტა. სამართალდამცავების დახმარებით საელჩოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა იმ რამდენიმე ადამიანმა ,რომელიც ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობოდა.