
გუშინ ღამით თავდასხმა მოხდა "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე, რომელიც ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს.
"რუსთავი-2"-ის ცნობით, სერვისცენტრში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. თავდასხმის შედეგად არავინ დაზარალებულა, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხის წაღება მოახერხა, ის ამ დრომდე დაკავებული არ არის.
"საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მომხდარი თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ: "თავდამსხმელი შეიარაღებული, ნიღბიანი იყო. არავინ დაზარალებულა. თუ თანხის წაღებაზე შეიძლება იყოს, ლაპარაკი, ეს ვერ იქნება დიდი რაოდენობის თანხა, რადგან ძალიან პატარა სერვისცენტრია".