-
2014-03-21 08:53
შალვა ნათელაშვილის შეფასებით ხელისუფლებაში განხეთქილებაა, ეს განცხადება „ლეიბორისტების“ ლიდერმა „იმედზე“ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ გააკეთა.
ნათელაშვილის აზრით ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებებით, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღემდე საქართველოს ის მართავს:
„სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფლებაში სერიოზული განხეთქილებაა. პრეზიდენტი და ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი იმყოფებიან ცივი ომის სტადიაში, რომელიც თანდათან ცხელდება.
ეს უაღრესად დაამძიმებს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს. მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა შტოს, სანამ ჯერ კიდევ დროა, სანამ ურემი გადაბრუნებულა, დანიშნეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, აღიარეთ, რომ ვერ შეძელით ქვეყნის მართვა. ესაა გამოსავალი შექმნილი ჩიხიდან“,- განაცხადა ნათელაშვილმა.