-
2020-04-25 18:55
მერილენდის შტატში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შესახებ 100 სატელეფონო ზარი შევიდა – იუწყება გამოცემა The Hill.
მერილენდის შტატის საგანგებო სიტუაციების სამსახური იძულებული გახდა, გაეფრთხილებინა მოქალაქეები, რომ სადეზინფექციო ხსნარის დალევა ან ინექცია დაუშვებელია.
სადეზინფექციო ხსნარის ინექციით „კოვიდ-19“-იანი პაციენტების მკურნალობის შესახებ ვარაუდი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა. მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ეს კომენტარი ჟურნალისტებისადმი „სარკაზმი“ იყო.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30