
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ცაბაძეს ყალბი დიპლომსა და საჯარო სამსახურში მინიმუმ ორ წლიანი სტაჟის არქონაზე ედავებიან. მან აღნიშნული პროცესი მოსარჩელე პაატა მაისურაძესთან წააგო.
საკრებულოს დეპუტატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა, 2013 წლის 24 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამის მიუხედავად, ლევან ცაბაძე თანამდებობაზე მუშაობას მაინც აგრძელებს და სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.