
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, კონსტიტუციის ქ. 2-ში კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობას შეხვდა, სადაც გამგეობის მიერ დაფინანსებული გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
ამ მისამართზე მდებარე კორპუსში სულ 90 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 40 ოჯახს, რომელთაც საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში აქვთ გადაცემული, გამგეობამ სრულად დაუფინანსა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოები.