
ხარკოვში ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის ნაცვლად იერიში ტარას შევჩენკოს სახელობის თეატრზე მიიტანა - მათ შენობები აერიათ.
როგორც ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი "ფეისბუქში" წერს, "ადგილობრივები" თეატრის შენობაში შეიჭრნენ და შეშინებული მსახიობებისგან მერის გადაცემას ითხოვდნენ, თუმცა, შეცდომას მოგვიანებით მიხვდნენ. უკრაინული მედია ამ მაგალითზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ხარკოვსა და სხვა ქალაქებში, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოყვანილი პერსონები აქტიურობენ, რომლებმაც შენობების ადგილმდებარეობა და დანიშნულება არ იციან.