ქუთაისში შეკრებილი სასულიერო პირები თბილისში შეკრებილებს უკავშირდებიან და პრეტენზიას უცხადებენ

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი სასულიერო პირები თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილებს მობილურით უკავშირდებიან და ქუთაისში არყოფნის გამო პრეტენზიას უცხადებენ.

>>>

დავით უსუფაშვილი: მივდივართ ევროპისკენ , ან ვრჩებით რუსეთში....

საკითხი დგას შემდეგნაირად, მივდივართ ევროპისკენ თუ ვრჩებით რუსეთში, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

>>>

მაკკეინი: „2008-ში პრობლემები მქონდა ბუშის ადმინისტრაციასთან, ტყუილად კი არ ვთქვი „ყველანი ქართველები ვართ!“

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდებს მიაწოდონ უკრაინას თავდაცვითი იარაღი და აცხადებს, რომ 2008 წელს აშშ-ს შეეძლო, საქართველოსთვის მეტი გაეკეთებინა. 

>>>

ფონდი ,,ქართუ" განცხადებას ავრცელებს

ფონდი ,,ქართუ" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებასი ნათქვამია, რომ ფონდის საქველმოქმედო ღონისძიებებს მედიასაშუალებების ნაწილი უარყოფით კონტექსტში ავრცელებს. განცხადებას ,,აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ.

>>>

ელენე ხოშტარია: „ის, რაც ხდებოდა 17 მაისს ქუჩებში, მოხდა პარლამენტშიც...“

სასულიერო პირები, რომელებსაც არანაირი საერთო არ აქვთ სულიერებასთან, პირდაპირ ემუქრებოდნენ პოლიტიკოსებს, რომ ისინი არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებდნენ ,– განცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.

>>>

გერმანია უარყოფს ინფორმაციას, რომ სლავიანსკში ჯარის გაგზავნას აპირებს

გერმანია ჯარის გაგზავნას სლავიანსკში ჯერჯერობით არ აპირებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

>>>

ქუთაისში, პარლამენტთან, სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება

ამ წუთებში ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება.

>>>

გია ნოდია: „ეკლესია წაგებული დარჩა: დაეხმარა ოპოზიციას, მოაშორებინა მიშა და რა ხეირი?“

პოლიტოლოგი გია ნოდია ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეკლესია გამოიყენა და „გადააგდო“, რის გამოც ეკლესია წაგებული დარჩა.

>>>

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე 13 ქართულ-სომხური და 3 ებრაული საფლავი დაარბიეს

თბილისში, ვარკეთილის ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე 16 საფლავი დარბეულია, ამის შესახებ ინფორმაციას „მედიანიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დარბევა, სავარაუდოდ, 23 აპრილს მოხდა.

>>>

ალექსანდრე ტურჩინოვს კონოვალიუკმა უჩივლა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვალერი კონოვალიუკმა უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ტურჩინოვს უზენაეს სასამართლოში უჩივლა. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?