მამა დავით ლასურაშვილი - „პოზიციის“ წამყვანს: „ჩერგოლეიშვილის ტელევიზიას ნუ დაემსგავსებით“

Image

მამა დავით ლასურაშვილმა გადაცემა „პოზიციაში“ გამოსვლისას განაცხადა, რომ კონკორდატის მიხედვით, სახელმწიფო თანაბარუფლებიან სუბიექტად აღიარებს ეკლესიას, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია აღიარებს სახელმწიფოში არსებულ და მიღებულ კანონებს, რომლებიც არ მიდის ღვთის გმობისკენ და თავის მხრივ, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიას თანაბარუფლებიან სუბიექტად.

 

„თუმცა, საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო“, - წამყვანის ამ რეპლიკაზე მამა დავითმა უპასუხა: „ძალიან გთხოვთ, ახლა ნუ გადამიყვანთ პოლიტიკურ პოლემიკაში, და ნუ წარმოაჩენთ ახლა ისე, როგორც თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ თითქოს ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონს, მას არ სურს საქართველოს სვლა ევროპისკენ და რუსეთში შესვლა უნდა - ასეთი განცხადებები ამ განცხადების ავტორთა ინტელექტზეც მიუთითებენ“.

 

მამა დავითმა ასევე აღნიშნა, რომ „საპოლემიკო ეკლესიას არაფერი სჭირს“ და ამ კონტექსტში განიხილა „პოზიციის“ ეთერში „სხვა სასულიერო პირის“ (მამა ილია ვაშაკიძის, -რედ.) გამოჩენა, რის გამოც სტუდიაში დარჩენაზე უარი განაცხადა:

 

„ჩერგოლეიშვილის ტელევიზიას ნუ დაემსგავსებით“, - მიმართა მამა დავითმა „პოზიციის“ წამყვანს, ხოლო მის პასუხზე: „რას ნიშნავს, მამა დავით, ეს? თქვენ მედიასაშუალებაზე საუბრობთ“, უპასუხა:

 

„კი ბატონო, არ ვახსენებ მის სახელს, რადგან არ გინდათ, მაგრამ მან და მისმა ოჯახმა რა დღემდე მიგვიყვანა, კარგად ვხედავთ...“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?