გურამ დონაძე: „არავის გაინტერესებთ, რა ხდება ბუტა რობაქიძის საქმეზე... უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მივიღე“

Image

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გურამ დონაძე „ფეისბუქში“ წერს, რომ ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ ხელახლა დაიწყო, ჭიანურდება, რის გამოც იძულებულია, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღოს.

 

ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, არ ახმაურებს და წერს, რომ მას საჯაროს გახდის მხოლოდ რამდენიმე დღეში:

 

„ძალიან მიმძიმს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ რაიმეს თქმა, მაგრამ უკვე იძულებული ვარ, პირველ რიგში, ბუტას ოჯახს უდიდესი თავმდაბლობით მივმართო.

 

წლების განმავლობაში, ბატონებო, თქვენ და საზოგადოება ეძებდით სიმართლეს და ითხოვდით საქმის ხელახალ გამოძიებას. დიახ, თითქმის ყოველდღე ითხოვდით დამნაშავეების დასჯას და დღემდე დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილი პატრულმა "დახვრიტა"(ეს თქვენი უფლებაა), ხოლო საქმე გაყალბდა.

 

პატივცემულებო, ახალმა ხელისუფლებამ საქმე "გამოიძია" და 6 ადამიანი 2012 წლის ნოემბერში საბრალდებო სკამთან მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ საქმის სრული გამოძიება 2013 წლის აპრილში დასრულდა. თუმცა დღეს 2014 წლის მაისია და დღემდე არსებითი განხილვის თითქმის არცერთი სხდომა არ ჩატარებულა(თუ არ ჩავთვლით დღევანდელ სხდომას, სადაც ჩემი შუამდგომლობა პასპორტის დაბრუნების საკითხზე იხილებოდა და ესეც იმიტომ, რომ შუამდგომლობის 10 დღიანი ვადა კანონის მიხედვით იწურებოდა).

 

მომდევნო სხდომა 21 მაის ჩაინიშნა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ეს სხდომაც ისევე უვადოდ გადაიდება, როგორც სხვა დანარჩენი დღემდე. გამოძიება საქმეში პროკურორს ცვლის და ახლა მათთვის გონივრული ვადა, მასალების გაცნობისთვის, კიდევ რამდენი ხანი იქნება, არავინ იცის....

 

არავის გაინტერესებთ, რახდება ამ საქმეზე.
არავის განტერესებთ, რატომ იცვლება საქმეზე პროკურორი(ნ. სონღულაშვილი).
არავის გაინტერესებთ სიმართლის დადგენა. 
არავის გაღელვებთ ახლა უდანაშაულო ბუტას მკვლელობა. 
არავის გიჩნდებათ კითხვა, რატომ არ იმართება სასამართლო სხდომები წელიწადზე მეტია.
არავის განტერესებთ, სად არიან ის მოწმეები, რომლებმაც საქმე კბილაშვილის დროის გამოძიებას ჩვენების შეცვლის შემდეგ თავზე დაანგრიეს.
არავის გინდათ, იცოდეთ სიმართლე, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა(თუ ასეთი მართლაც მოხდა),
არავის გაინტერესბთ სად გააქრო კბილაშვილის ყოფილმა უწყებამ FBI - ის დასკვნა, რომ კადრები უწყვეტია და იარაღები ნაპოვნია იქამდე სანამ ბუტა ცოცხალია...
არავის გაინტერესებთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც FBI - ის იდანტურია,
არავის გაინტერესებთ...

 

ამ ყველაფრის გამო ვიღებ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომელსაც საჯაროს რამდენიმე დღეში გავხდი...“, - წერს გურამ დონაძე „ფეისბუქში“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?