
მამა ილია ვაშაკიძემ „პოზიციის“ ეთერში დაადასტურა, რომ მიის მიმართ მუქარები იყო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრების მხრიდან, მაგრამ განაცხადა, რომ მას მუქარებისა და ჩაქოლვის რომ ეშინოდეს, ბერი არ იქნებოდა.
მამა ილია ვაშაკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიის გარეთ მართლმადიდებელთა კავშირების არსებობის დანიშნულება არ ესმის:
„კავშირი ვიცი მე ერთი - საბჭოთა კავშირი. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც ეკლესიაა, მართლმადიდებელი ბებია-ბაბუების კავშირიც ეკლესიაა, გაბრაზებული სიდედრ-სიმამრების კავშირიც ეკლესიაა, ახალნამშობიარები სიდედრების კავშირიც ეკლესიაა, კიდევ სხვა რა კავშირები ვიცით?“, - განაცხადა მა ილია ვაშაკიძემ.